რამოსი:„კატალონიელებმა მესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ“
სერხიო რამოსმა ლეო მესის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„მესი დიდი ავტორიტეტის მქონე ფეხბურთელია. ვფიქრობ, მრავაწლიანი საოცარი კარიერის შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა ნამდვილად დაიმსახურა იმ უფლების მოპოვება, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.“
„ჩვენ რა თქმა უნდა გვსურს, რომ ლა ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ითამაშონ. ბუნებრივია, არ მსურს ლეოს „ბარსელონადან“ წასვლა, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც „ბლაუგრანას“ ლიდერი მიიღებს, მე პატივს ვცემ.“
„არ არის საჭირო სპეკულაციები. თუ კატალონიელები ლიონელს პატივს სცემენ, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება გაგებით უნდა მიიღონ. სხვაგვარად არ შეიძლება, ვინაიდან ეს უპატივცემულობის ნიშანი იქნება.“
„ჩემი განახლება „რეალთან“? ამ კლუბის გარდა არაფერს ვფიქრობ. არანაირი პრობლემა არ გვექნება.“
- 2 სექტემბერი 2020
- 9 071
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.