პრე-სეზონის მეორე დღე დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა პრე-სეზონის მეორე დღეს განსხვავებული დავალებები მიიღეს...
ზინედინ ზიდანის ყურადღება კვლავ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზეა გადატანილი, მაგრამ დღევანდელ სესიაზე დიდი აქცენტი გაკეთდა ბურთთან ურთიერთობის კომპონენტზეც.
ხამეს როდრიგესი კოლექტივთან ერთად კვლავ არ ვარჯიშობს, მისი „ევერტონში“ გადასვლა საათების საკითხია.
მარტინ ოდეგორი გუნდთან ერთად არის და ზიდანის ყველა დავალებას პირნათლად ასრულებს.
გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია, მათ შორის კაპიტანი სერხიო რამოსი.
- 1 სექტემბერი 2020
- 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.