„რეალი“ რეგილონის დაბრუნებაზე დაფიქრდა
ანდალუსიური „სევილია“ რეგილონის შემცვლელს ეძებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჟულიენ ლოპეტეგი დაცვის მარცხენა ფლანგზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავს...
„ბლანკოსი“ რეგილონის დაბრუნებას გეგმავს, მაგრამ მარცხენა ფლანგზე მენდი და მარსელო ჰყავს.
ესპანური გამოცემების ვარაუდით, ფლორენტინო პერესმა სერხიოს გაყიდვა გადაწყვიტა.
რეგილონის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ იჩენდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ლონდონელებმა განაპირა მცველი იყიდეს და მოლაპარაკებებიც შეწყდა.
გარდა „არისტოკრატებისა“, სერხიოს დამატება „პსჟ“-ს და „ნაპოლის“ სურთ. მსურველთა სიაში ამჟამინდელი კლუბი „სევილიაც“ არის, მაგრამ „ბლანკოსი“ ფეხბურთელს სამხრეთში არ ტოვებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს რეგილონის 30 მილიონად გაყიდვის წინადადება ძალიან ხიბლავს და სწორედ ამიტომ აპირებს მის დაბრუნებას.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 31 აგვისტო 2020
- 1 941
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.