„პსჟ“ სერხიო რამოსს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ს სერხიო რამოსის შეძენა სურს და მადრიდის „რეალს“ სერიოზული წინადადებით მიმართავს...
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კაპიტანი „ბლანკოსთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, პარიზელებს კი ამ შეთანხმების ჩაშლა სურთ.
„პსჟ“ მზად არის, რამოსის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც სერხიოს ასაკის ფეხბურთელისთვის ნამდვილად ძალიან დიდი თანხაა.
ამასთანავე ალ ჰელაიფი რამოსს 4 წლიან კონტრაქტს და წლიურად 12 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც 4 წელიწადში 48 მილიონს ნიშნავს.
- 31 აგვისტო 2020
- 21 963
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.