„რეალმა“ „სევილიას“ ჯულს კუნდეს მიმართ ინტერესის შესახებ აცნობა
მადრიდის „რეალის“ რადარზე ჯულს კუნდეც აღმოჩნდა, რომელსაც მართლაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სევილიელმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი აჩვენა...
ოსკარ როდრიგესი ანდალუსიელთა რიგებს ოფიციალურად შეუერთდა. ესპანური გამოცემების ცნობით, ამ ტრანსფერის სანაცვლოდ „ბლანკოსმა“ თანხასთან ერთად მიიღო პირობა, რომ თუ რომელიმე კლუბი კუნდეს დამატებით დაინტერესდება, ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობა ამას „ბლანკოსს“ აცნობებს და საჭიროების შემთხვევაში უპირატესობასაც მიანიჭებს.
კუნდეს დამატებას სამეფო კლუბი 2021 წლისთვის აპირებს და თვლის, რომ მომდევნო 1 წელიწადში ფეხბურთელი კიდევ უფრო განვითარდება.
- 31 აგვისტო 2020
- 1 223
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.