ზიდანი მოდრიჩთან კონტრაქტის ახლავე გახანგრძლივებას ითხოვს
ესპანურ პრესაზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. ხვალ სამეფო კლუბი პრე-სეზონს იწყებს...
ზიზუმ მთავარ მწვრთნელს აუხსნა, რომ ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტი დამატებით 1 წლით ახლავე უნდა გახანგრძლივდეს და ფეხბურთელი მადრიდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩეს.
ხორვატ ფეხბურთელს ასაკი არ ეტყობა, ის ფიზიკური თვალსაზრისით თავს შესანიშნავად გრძნობს და სეზონში 40 მატჩის ჩატარებაც შეუძლია.
იმ ფონზე, რომ „რეალი“ არავის ყიდულობს, არსებული რესურსის შენარჩუნება და რისკის მინიმიზაცია აუცილებელია. სწორედ ამიტომ ზინედინი აცხადებს, რომ თუ კონტრაქტი არ გახანგრძლივდება პრობლემები შეიქმნება.
- 30 აგვისტო 2020
- 1 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.