მოდრიჩის კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება?
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩის „რეალში“ დარჩენა მომდევნო სეზონში გადაწყვეტილია, მაგრამ სიახლეებია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით....
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს ლუკიტას თანამშრომლობა 2022 წლამდე სურს, მისი ხელშეკრულება კი 2021 წელს იწურება.
Defensacentral-ის ცნობით, მომდევნო სეზონის მიწურულს ხორვატი ფეხბურთელი ფლორენტინო პერესს შეხვდება, ახალი კონტრაქტის პირობებს მოისმენს და თავად გადაწყვეტს დარჩეს მადრიდში, თუ გაემგზავროს სხვა გუნდში.
„ბლანკოსი“ მოდრიჩს დამატებით 1 წელს შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მოდრიჩი „ბლანკოსში“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და კლუბში 10 წლიანი კარიერა გამოუვა.
ზემოაღნიშნული წყარო ასევე იტყობინება, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმ თამაშის ხარისხს, რომელსაც ნახევარმცველი მომდევნო სეზონი კლუბის ხელმძღვანელობას აჩვენებს, თუმცა იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ მოდრიჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგება.
კორონავირუსული პანდემიის გამო სეზონის შეწყვეტამდე გუნდის ფიზ.მომზადების სპეციალისტი, გრეგორი დიუპონი აცხადებდა, რომ ლუკა ფიზიკური თვალსაზრისით კლუბში ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელია და მას ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორც 27-28 წლის მოთამაშეებს, ამიტომ ასაკობრივი ფაქტორი ამ შემთხვევაში დიდ როლს არ ითამაშებს.
- 29 აგვისტო 2020
- 1 085
- 4