Defensacentral - „ბარსელონამ“ თვალი ზიზუს ფავორიტს დაადგა
ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტი, სადიო მანე, რომლისთვისაც „რეალი“ შარშან იბრძოდა, „ბარსელონას“ ინტერესთა არეალში აღმოჩნდა...
Defensacentral-ის ინფორმაციით, სენეგალელი ფეხბურთელი „ლივერპულში“ ბედნიერია, მაგრამ „ბარსელონას“ მხრიდან სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში მერსისაიდელები დაფიქრდებიან.
თუ მესი კატალონიას მართლაც დატოვებს, „ბლაუგრანელები“ დიდ თანხას მიიღებენ და სადიოს დამატებას კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ეცდებიან.
ბართომეუ ტრანსფერებზე სერიოზულად ფიქრობს, ის კარგად ხვდება, რომ არგენტინელი ვარსკვლავის წასვლა უდიდეს პრობლემებს შეუქმნის „ბარსელონას“.
The Sun-ის ინფორმაციით, ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით დაწყებული არ არის.
- 29 აგვისტო 2020
- 2 672
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.