რამოსი:„ვოცნებობ, რომ რაული „რეალის“ მწვრთნელი გახდეს“
სერხიო რამოსი შვებულების ბოლო დღეებს ატარებს. ესპანელი კაპიტანი რაფა ნადალს შეხვდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა...
„კონტრაქტი? შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის არანაირი პრობლემა არ არის.“
„მსურს, „რეალის“ რიგებში კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არანაირი პრობლემა არ მაქვს.“
„რაულმა დიდ წარმატებას მიაღწია. ვოცნებობ, რომ მოვიდეს დრო, როდესაც ის მთავარ გუნდს ჩაიბარებს. ეს იქნება დიდი სიხარული მადრიდსტებისთვის.“
„მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ყველა იმ ტურნირის მოგება იქნება, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ.“
„ესპანეთის სუპერთასი? ზიდანი ამაზე უკვე ფიქრობს, თუმცა ჯერ შორია. ჩვენ ფრანგი ძალიან ბევრს გვთხოვს, დარწმუნებული ვარ, ფრანგი ლეგენდა შვებულების დღეებს წარმატებაზე ფიქრში ატარებს.“
- 29 აგვისტო 2020
- 2 266
- 3