Marca - მომდევნო 48 საათში „რეალიდან“ 3 ფეხბურთელი მიდის!
ესპანური გამოცემა - „მარკა“ დარწმუნებით იუწყება, რომ მადრიდის „რეალიდან“ მომდევნო 48 საათში 3 ფეხბურთელი წავა. სატრანსფერი შეთანხმებების დადასტურების მაქსიმალური ვადა ორშაბათი იქნება.
ხამეს როდრიგესი „ევერტონის“ რიგებში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავა, თუმცა შეთანხმებებში იდება პუნქტები, რომელიც „ბლანკოსს“ საშუალებას მისცემს დამატებით 5-7 მილიონი მიიღოს, თუ ლივერპულური კლუბი პრემიერლიგაში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს.
გარდა ამისა, „მარკა“ იუწყება, რომ ბრაჰიმ დიასის „მილანში“ იჯარით გადასვლაც გადაწყვეტილია.
ასევე გადაწყვეტილია ოსკარ როდრიგესის „სევილიაში“ გადასვლა. ანდალუსიური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელის 75%-იან სატრანსფერო უფლებებს 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდის.
- 29 აგვისტო 2020
- 2 515
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.