ძალისხმიერი თერთმეტეული და ზიდანის ტექნიკური შემადგენლობა
ზინედინ ზიდანი მომდევნო სეზონისთვის სერიოზულ გეგმებს აწყობს. ფრანგ სპეციალისტს სურს, რომ მრავალმხრივი გუნდი ჰყავდეს.
ლეგენდის გადაწყვეტილებით, „ბლანკოსი“ მომდევნო სეზონში ითამაშებს, როგორც ტექნიკურ, ასევე საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერ ფეხბურთს.
ამ მეთოდით ზიდანს სურს, რომ შემადგენლობა სრულად აითვისოს და რესურსიც დაზოგოს.
მაქსიმალურად ტექნიკური გუნდის შემადგენლობა ასე ყალიბდება - კურტუა, ოდრიოზოლა, მილიტაო, რამოსი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, აზარ, ვინისიუსი/ასენსიო, ბენზემა
რაც შეეხება ძალისმიერ კოლექტივს - კურტუა, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მენდი, ვალვერდე, კაზემირო, ოდეგორი, ბეილი/როდრიგო, ლუკას ვასკესი, იოვიჩი.
რა თქმა უნდა შემადგენლობების მსგავსი რადიკალური გადახალისება ვერ მოხერხდება, თუმცა ზინედინი ოქროს შუალედის პოვნასაც აპირებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამეფო კლუბისთვის საუკეთესო შედეგებს მოიტანს.
- 29 აგვისტო 2020
- 2 550
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.