მესის „პსჟ“-ში ტრანსფერს, მბაპეს „რეალში“ გადასვლას გააადვილებს
მადრიდის „რეალი“ ლეო მესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. „ბარსელონამ“ ლეოს ფასი გამოაცხადა, ეს თანხა 223 მილიონი ევროა...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარიზელთა მმართველი ალ ჰელაიფი მზად არის, კატალონიურ კლუბთან ითანამშრომლოს და მესის სანაცვლოდ 223 მილიონი ევრო გაიღოს.
თუ ლიონელი თანხმობას განაცხადებს და პარიზში წავა, კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი შედარებით გამარტივდება, ვინაიდან „პსჟ“-ში არნახული რესურსი გამოიძებნება.
მადრიდში თვლიან, რომ თუ მესი ჰელაიფის გუნდში გადავა, ამ ზაფხულს არა მაგრამ, 2021 წელს კილიანის ყიდვა ყველა ვარიანტში იქნება შესაძლებელი.
ფლორენტინო პერესის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უყურებენ და სჯერათ, რომ ლეოს საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლა მადრიდს ხელს აძლევს.
- 27 აგვისტო 2020
- 1 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.