223 მილიონის გადახდის შემთხვევაში „რეალი“ მესის იყიდის
კატალონიის „ბარსელონაში“ სრული ქაოსია. გადაწყვეტილება, რომელიც მესის წასვლას უკავშირდება კვლავ ძალაშია. არგენტინელი ფეხბურთელის ყიდვაზე რამდენიმე კლუბი აცხადებს პრეტენზიას...
„რეალი“ ასპარეზზე არ სჩანს, მაგრამ ფლორენტინო პერესს შეუძლია, რომ „ბარსელონას“ ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელის კატალონიურ კარიერას უცებ დაუსვას წერტილი.
„ბარსელონა“ მზად არის, 223 მილიონი ევროს სანაცვლოდ მესი დათმოს. ეს თანხა აღემატება ნეიმარის ფასს, რომელიც „პსჟ“-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
„ბლანკოსს“ აქვს ისტორიული შანსი, რომ მსოფლიო შოკში ჩააგდოს, თუმცა ტრანსფერის ალბათობა თავისთავად ძალიან დაბალია.
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ლეოს მომდევნო კლუბი ძალიან დიდი ალბათობით „სიტი“ იქნება.
- 27 აგვისტო 2020
- 14 571
- 9