რეინიერი:„მიხარია, რომ კაკას მადარებენ, მაგრამ მე საკუთარ სტილს შევქმნი“
რეინიერ ჟესუსი „დორტმუნდში“ ინტენსიურ რეჟიმში ვარჯიშობს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„სიმართლე გითხრათ, მადრიდში სხვა გეგმებით ჩავედი, მაგრამ პანდემიამ სიტუაცია ძალიან გაართულა. იმის ნაცვლად, რომ საწვრთნელ ბაზაზე ვყოფილიყავი, სახლში ყოფნა და ტრენაჟორებით ვარჯიში გახდა ჩემი დღის გეგმის ნაწილი, რაც თავისთავად სამწუხარო იყო.“
„ზიდანს ვესაუბრე, ჩვენ ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და საბოლოო დასკვნამდე მივედით. „ბორუსია“ იდეალური ვარიანტი იყო. გერმანიაში 2 წელიწადს გავატარებ და ვეცდები, რომ ამ კლუბში ფეხი მოვიკიდო.“
„2022 წელს სამეფო კლუბში დავბრუნდები და შემდეგ დიდი ალბათობით აღარსად წავალ.“
„რიკარდო კაკა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იყო. ჩემთვის საამაყოა, როდესაც მას მადარებენ, მაგრამ მე საკუთარ სტილს შევქმნი და ვიქნები რეინიერი.“
„მიყვარს შეტევა. არასდროს მიფიქრია დაცვაზე ან უკან თამაშზე, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერი უნდა გააკეთო და ყველა წერტილში ბოლომდე იბრძოლო.“
- 27 აგვისტო 2020
- 1 086
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.