„მილანი“ ბრაჰიმ დიასზე გამოსყიდვის უფლებას ითხოვს
იტალიური „მილანი“ ბრაჰიმ დიასთან დაკავშირებით „რეალთან“ მოლაპარაკებებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „როსონერი“ 1 წლიან საიჯარო ხელშეკრულებას და 1 წლის შემდეგ გამოსყიდვის უფლებას ითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ახალგაზრდა იტალიის ჩემპიონატს კარგად მოერგება, თავად „მილანი“ გადაწყვეტს მის დატოვებას, სხვა ვარიანტში კი „რეალში“ დააბრუნებს.
თუ შეთანხმება შედგება, „რეალი“ იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მომდევნო წელს კონტრაქტის გამოსყიდვის შემთხვევაში მილანელები 20 მილიონს გაიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში ფლორენტინო პერესი დიასის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
- 26 აგვისტო 2020
- 2 026
- 43