„მანჩესტერი“ ასენსიოს სანაცვლოდ 77 მილიონ ევროს იხდის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალს“ მაცდური წინადადებით მიმართა...
ინგლისელები მზად არიან, მარკო ასენსიოს სანაცვლოდ 77 მილიონი ევრო გადაიხადონ და თავად ფეხბურთელთან 5 წლიან თანამშრომლობას მოაწერონ ხელი.
ჟეიდონ სანჩოს ინგლისში გადასვლის საკითხი კვლავ ვერ გადაწყდა, თანაც ინგლისელის ფასი 115 მილიონ ევროზე მეტია.
მანჩესტერელები ასენსიოსთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „დორტმუნდთან“ მოლაპარაკებებს შეწყვეტენ და „ბლანკოსს“ დამატებითი შანსი გაუჩნდება, რომ სანჩო დაიმატოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობენ მადრიდში მარკოს გაყიდვაზე, თუმცა 77 მილიონი ევრო პატარა თანხა ნამდვილად არ არის.
- 26 აგვისტო 2020
- 5 803
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.