რაული:„ჩვენი ოცნება ახდა, წინ კიდევ დიდი გზაა“
რაულ გონსალეს ბლანკომ 19 წლამდეთა გუნდს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა. ელ კაპიტანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
„ეს არის საუკეთესო მომენტი, ვინაიდან ჩვენი ოცნება ახდა. ძალიან ბედნიერები ვართ.“
„ფინალამდე მოსასვლელად დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. ფიზიკური თვალსაზრისით ჩემი მოთამაშეები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ძალიან მცირე ასაკის მიუხედავად, ბევრი ფიგურა უკვე ჩამოყალიბებული და სრულფასოვანი ფეხბურთის შემოქმედია.“
„რაც შეეხება უშუალოდ ფინალს. ჩვენ დიდ გამოწვევას ვუპასუხეთ. მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი გადავლახეთ და საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი ტიტული მოვიგეთ.“
„ჩემ ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმართლა, დღევანდელი დღეც ისტორიის საუკეთესო დღეებში ჩაიწერება.“
- 26 აგვისტო 2020
- 1 139
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.