„ჩელსიმ“ „რეალს“ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა
„ჩელსის“ ხელმძღვნელი, რომან აბრამოვიჩი კლუბის გაძლიერებას განაგრძობს. ლონდონელები მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩებიან. ახლა მათი სამიზნე მადრიდის „რეალის“ მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელია...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „არისტოკრატებმა“ მადრიდის „რეალს“ ოფიციალური წინადადებით მიმართეს.
„ჩელსი“ მზად არის, სერხიო რეგილონის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, ლონდონელები მზადყოფნას გამოთქვამენ, მომდევნო სეზონში პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში, „ბლანკოსს“ დამატებით 5 მილიონი ევრო ჩაურიცხონ.
ჯერ-ჯერობით უცნობია სამეფო კლუბის პოზიცია.
შეგახსენებთ, რეგილონზე პრეტენზიას „ჩელსის“ გარდა „სევილია“, „ნაპოლი“ და „პსჟ“ აცხადებენ.
- 25 აგვისტო 2020
- 2 399
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.