„რეალი“ ბრაჰიმის გაშვებას ჩქარობს
მადრიდის „რეალს“ სურს, რომ ბრაჰიმ დიასთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან მალე გაირკვეს...
სატრანსფერო ფანჯარა უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და გუნდები მაქსიმალურად ცდილობენ გაძლიერებას.
იმ შემთხვევაში, თუ ბრაჰიმი მომდევნო 10 დღის განმავლობაში არ დატოვებს „მერენგების“ რიგებს, მისი გაყიდვა შემდეგ უფრო რთული იქნება.
ამ ეტაპზე „მილანი“ დიასის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს, მაგრამ როგორც სჩანს, პრობლემა თავად ფეხბურთელშია, რომელსაც სერია „ა“ არ იზიდავს.
Defensancetral-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტს განუცხადა, რომ მადრიდიდან აბარგება სწორი გადაწყვეტილება იქნება, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე „რეალისთვის“, რომელიც ფინანსურ სარგებელს მიიღებს.
- 25 აგვისტო 2020
- 1 013
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.