ბორხა შესაძლოა „ვალენსიაში“ წავიდეს
„ვალენსიაში“ სერიოზული ეკონიმიკური კრიზისია. გუნდს ფეხბურთელები ემშვიდობებიან. ამ ყველაფრის ფონზე „ღამურები“ გაძლიერებასაც ცდილობენ...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ვალენსიელთა“ რიგებში შესაძლოა ბორხა მაიორალი მოხვდეს, რომლის სატრანსფერო უფლებებსაც „რეალი“ ფლობს.
ბორხას შეთანხმება „ლაციოსთან“ ვერ შედგა, არადა სულ რაღაც 2-3 კვირის წინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ესპანელი ფორვარდი რომაული კლუბის ღირსებას მოირგებდა.
არაერთი გამოცემის ცნობით, მომდევნო კვირის ბოლომდე მაიორალის ბედი გაირკვევა და დიდი ალბათობით მისი მომდევნო ნავსაყუდელი „ვალენსია“ იქნება.
- 24 აგვისტო 2020
- 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.