„პსჟ“-ს ფეხბურთელი 1 წლით „რეალში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „პსჟ“-ს ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი ტიაგო სილვა სულ მალე ახალ კლუბთან მოაწერს კონტრაქტს ხელს.
35 წლის ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. ტიაგო პარიზში აღარ დარჩება.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, სილვა „ჩელსისთან“ ძალიან ახლოს არის, მაგრამ განიხილება მადრიდის „რეალთან“ 1 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საკითხიც.
ტიაგო თავისუფალი აგენტის სტატუსს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალს“ მისი დამატებისთვის თანხის გაღება არ მოუწევს და ფლორენტინო პერესის მოვალეობა მხოლოდ ბრაზილიელის 1 წლის ხელფასის ანაზღაურება იქნება.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- 24 აგვისტო 2020
- 12 071
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.