„მილანს“ ბრაჰიმ დიასთან ერთად ოსკარ როდრიგესიც სურს
იტალიური „მილანი“ „რეალის“ ფეხბურთელების მიმართ აცხადებს ინტერესს. ჯერ იყო ხამეს როდრიგესი, შემდეგ ლუკა იოვიჩი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ამ ეტაპზე „როსონერის“ ხელმძღვანელობა ბრაჰიმ დიასის და ახალგაზრდა ოსკარ როდრიგესის დაყოლიებას ცდილობს, რომელსაც საკმაოდ კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
„რეალს“ ბრაჰიმის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება აქვს მიზნად დასახული, ოსკართან დაკავშირებით კი მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებას განიხილავს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ტრანსფერის საკითხი ბოლომდე გაირკვევა, ვინაიდან დეტალები ამ წუთებშიც ზუსტდება.
- 24 აგვისტო 2020
- 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.