ფლორენტინო პერესის ამოცანა გართულდა
მადრიდელებს იმედი ჰქონდათ, რომ „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებდა, თუმცა მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანგული ბარიერი გადალახა და ოქროს მედლებს დაეუფლა.
გუშინდელი ფაქტის გამო „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ამოცანა გართულდა.
ახლა მბაპეს ყიდვა კიდევ უფრო რთული გახდება, ვინაიდან „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგო და ყველაფერს გააკეთებს მომდევნო წლებში წარმატების მისაღწევად.
ალ ჰელაიფს ტრანსფერებში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, მაგრამ ის შედეგი მაინც ვერ მიიღო, რასაც ოცნებობდა.
არაერთი გამოცემა იუწყება, რომ „პსჟ“-ს მხრიდან გუნდის ლიდერებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა გამორიცხულია.
- 24 აგვისტო 2020
- 1 939
- 8