პრე-სეზონის გეგმები ირევა
ზინედინ ზიდანი პრე-სეზონის დაწყებას 31 აგვისტოდან აპირებს, მაგრამ ეროვნული ნაკრებები ფრანგი მწვრთნელის გეგმებს მნიშვნელოვნად ურევენ.
სექტემბრის დასაწყისში „ბლანკოსის“ 10-ზე მეტი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრე-სეზონის ფარგლებში „მერენგების“ დამრიგებელი სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას ვერ შეძლებს.
ამას ემატება ტრავმების რისკებიც, თუმცა მოთამაშეები მაქსიმალურად ეცდებიან დაზინებებს თავი აარიდონ.
არსებული ვითარების მიხედვით, „რეალი“ სრული შემადგენლობით ვარჯიშს ლა ლიგის პირველ ტურამდე მხოლოდ 5-6 დღით ადრე შეძლებს.
- 23 აგვისტო 2020
- 2 951
- 71