ლუის სუარესი:„მახსოვს „რეალს“ როგორ გადაუარეს“
ლუის სუარესმა მადრიდის „რეალზე“ ისაუბრა და სამეფო კლუბი ბრწყინვალე მაგალითად დაასახელა იმისა, თუ როგორ შეიძლება გუნდმა პროგრესი განიცადოს.
„როდესაც სამეფო კლუბმა ამსტერდამის „აიაქსთან“ 1/8 ფინალური დაპირისირება წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მთელი მსოფლიო წერდა, რომ კროოსის, მოდრიჩისა და რამოსის ეპოქა დასრულდა.“
„რას ვხედავთ ახლა? სწორედ ამ ფეხბურთელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ლა ლიგის მოგებაში.“
„ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით სჩანს. ფეხბურთი კომპლექსური სპორტია, სადაც ბევრი კომპონენტის განვითარებას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.“
„არ შეიძლება მცირე წარუმატებლობაზე დიდი აჟიოტაჟი ტყდებოდეს, ეს პირველ რიგში გუნდებს აყენებს ზიანს“
- 23 აგვისტო 2020
- 2 440
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.