სერხი ბუსკეტსი „ჩელსიში, კანტე მადრიდის „რეალში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა სერხი ბუსკეტსს აცნობა, რომ მის გეგმებში არ შედის.
მეტიც, კატალონიელებმა ესპანელი ფეხბურთელის გაყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებაც განიხილეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბუსკეტსს „ჩელსი“ ეპატიჟება. „არისტოკრატები“ კატალონიელს ნ'გოლო კანტეს შემცვლელად განიხილავენ. ფრანგ ნახევარმცველთან დაკავშირებით 2 დღეა სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ჭორის მიხედვით, ის „რეალში“ შესაძლოა 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ წავიდეს.
- 23 აგვისტო 2020
- 1 658
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.