დამიკელისი:„ხამესს „ბაიერნში“ მეტი შეეძლო, მაგრამ არ მოინდომა“
მარტინ დემიკელისმა ხამეს როდრიგესის მიუნხენურ კარიერაზე ისაუბრა.
„ხამესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ის კოლუმბიის ნაკრებში გამოდიოდა, ყველა დარწმუნდა, რომ დიდ პერსპექტივას ფლობდა.“
„„ბაიერნში“ იჯარით გადასვლის შემდეგ, სამხრეთ-ამერიკელმა არც გერმანული ენის, არც მიუნხენური ტრადიციის შესწავლა სცადა. ის 100%-ით მოტივირებული არ იყო და სწორედ ამან განაპირობა წარუმატებლობა.“
„როდესაც „ბაიერნის“ ფეხბურთელი ხდები, მითუმეტეს მაშინ, როცა სამხრეთ-ამერიკელი ხარ, მეტი ყურადღება გმართებს.“
„ხამესს რომ მეტი მონდომება გამოეჩინა, „ბაიერნი“ მას გამოისყიდიდა და დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით.“
- 23 აგვისტო 2020
- 985
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.