13 წელი რობენის გამადრიდელებიდან
დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა და ალფრედო დი სტეფანომ მადრიდულ პუბლიკას არიენ რობენი წარუდგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ არიენს „ბლანკოსის“ რიგებში ბევრი წლის მანძილზე არ უთამაშია, მაინც მოასწრო 65 დაპირისპირების ჩატარება, სადაც 15 საგოლე გადაცემასა და 13 გოლს მოუყარა თავი.
არიენმა მადრიდული კარიერის ფარგლებში ესპანეთის ლა ლიგისა და სუპერთასის მოგება შეძლო.
2009 წელს ჰოლანდიელი ფეხბურთელმა „ბლანკოსმა“ მიუნხენის „ბაიერნში“ გაუშვა, სადაც რობენმა ყველაზე დიდი დრო დაჰყო და ეპოქალური კარიერიც შექმნა.
- 23 აგვისტო 2020
- 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.