„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ კალათში არის განთესილი
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის პირველ კალათში იქნება განთესილი...
სამეფო კლუბი პირველ კალათში „ბაიერნთან“, „პსჟ“-სთან, „ლივერპულთან“, „იუვენტუსთან“, ზენიტთან, პორტუსთან და „სევილიასთან“ ერთად იქნება განთესილი.
მეორე კალათში იქნებიან „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „დორტმუნდი“, „ჩელსი“ და დონეცკის შახტარი.
ყოველივე ზემოაღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბლანკოსს“ მაინც ეყოლება ერთი ძლიერი მეტოქე „სიტის“, „იუნაიტედის“, „დორტმუნდის“, „ჩელსის“ ან შახტარის სახით. „ატლეტიკო“ და „ბარსა“ მადრიდულ გუნდს ვერ შეხვდებიან, ვინაიდან ისინი ერთგუნდს წარმოადგენენ.
პირველ კალათში განთესვის მიუხედავად, ზიზუს გუნდს ჯგუფურ ეტაპზე 2 მძიმე გამოცდის ჩაბარება ყველა ვარიანტში მოუწევს.
- 22 აგვისტო 2020
- 2 089
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.