„დორტმუნდი“ ნებისმიერ პირობაზე თანახმაა და „რეალს“ ელოდება
მადრიდის „რეალში“ როდრიგო გოეშთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზინედინ ზიდანს ბრაზილიელი ახალგაზრდის დატოვება სურს, ხოლო ფლორენტინო პერესს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს...
პერესის აზრით, გოეშის „დორტმუნდში“ წასვლა ფეხბურთელისთვის ძალიან სასარგებლოს იქნება, გარდა ამისა ის მიიღებს არნახულ გამოცდილებას.
აღნიშნულ „ბენეფიტებთან“ ერთად, როდრიგოს გერმანიაში გაშვება „ბლანკოსს“ დამატებით 3.5 მილიონ ევროს მოუტანს, ხოლო თუ საიჯარო ხელშეკრულება 2 წლიანი იქნება 6.5 მილიონ ევროს.
ფლორენტინო იმაზეც ფიქრობს, რომ ამდენი ფეხბურთელის დათმობის სანაცვლოდ გერმანულ კლუბთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეგობრული გახდება და 2022 წელს ერლინგ ჰოლანდის „რეალში“ ტრანსფერს აღარაფერი შეუშლის ხელს.
„დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა თანახმაა, როგორც ერთი, ასევე ორწლიან იჯარაზე და „მერენგების“ საბოლოო პოზიციას ელის.
დიდი ალბათობით მიმდინარე თვის ბოლომდე, პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი გარკვეულ პოზიციაზე შეჯერდებიან.
- 22 აგვისტო 2020
- 2 245
- 25