„რეალის“ და „ბარსელონას“ სუპერ ფორვარდები „იუვენტუსში“?
იტალიური გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ ძალიან სერიოზულ ტრანსფერებზე მუშაობს...
უკვე ცნობილია, კრიშტიანო რონალდუმ ხელმძღვანელობას კარიმ ბენზემას დამატება სთხოვა და „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებისგანაც უარი არ მიუღია.
„იუვენტუსში“ კარგად იციან, რომ ბენზემა ზინედინ ზიდანის ფავორიტია, მაგრამ მის შეძენას მაინც შეეცდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური მხარე კარიმის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ამზადებს, რაც კარიმის ასაკის ფეხბურთელისთვის ცოტა ნამდვილად არ არის.
ამის პარარელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „იუვენტუსი“ ლუის სუარესის დამატებაზეც სერიოზულად ფიქრობს და კატალონიელთან მიმართებაში გაცილებით დიდი შანსებიც აქვს.
- 22 აგვისტო 2020
- 17 863
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.