ბრაჰიმ დიასი „ოსასუნამაც“ მოინდომა
ბრაჰიმ დიასით წაყვანის „ხეტაფე“ უკვე დიდი ხანია ინტერესდება, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ამ კლუბში თამაში არ სურს.
ახლა ასპარეზზე პამპლუნის „ოსასუნაც“ გამოჩნდა, რომელიც მზად არის, დიასთან 1 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოს.
ფლორენტინო პერესის გეგმაში ბრაჰიმის 20 მილიონად გაყიდვა შედის, მაგრამ მსურველი კლუბი ჯერ-ჯერობით არ სჩანს.
იმ შემთხვევაში, თუ დიასი „ოსასუნაზე“ უარს არ იტყვის, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება სავსებით შესაძლებელია.
შეგახსენებათ, დიასი „რეალში“ „სიტიდან“ დიდი იმედებით გადმოვიდა, მაგრამ მისი მადრიდული კარიერი გეგმის მიხედვით ვერ წარიმართა, რასაც ხელი პირველ რიგში ტრავმებმა შეუწყო.
- 21 აგვისტო 2020
- 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.