„არსენალმა“ „რეალს“ სებალიოსის იჯარის 1 წლით გახანგრძლივებაზე მიმართა
ლონდონის „არსენალმა“ დანი სებალიოსის 1 წლით დატოვება გადაწყვიტა.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ესპანელი ფეხბურთელისგან „მეთოფეებმა“ თანხმობა მიიღეს და ახლა მხოლოდ მადრიდის „რეალის“ დასტურია დარჩენილი.
ლონდონელები თვლიან, რომ სებას მეტი შეუძლია, თავად ფეხბურთელი კი შანსს ელის, ვინაიდან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე სურს მოხვედრა.
„მეთოფეები“ ოფიციალური მადრიდისგან პასუხს მომდევნო კვირის ბოლომდე დაელოდებიან.
- 20 აგვისტო 2020
- 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.