„რეალი“ „დორტმუნდიდან“ რეინიერს და ჰოლანდს ერთად წამოიყვანს
გერმანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და „დორტმუნდს“ შორის შესანიშნავი ურთიერთობაა. ფლორენტინო პერესმა გერმანულ კლუბს ახლა რეინიერ ჟესუსიც დაუთმო და მეგობრობა კიდევ უფრო განამტკიცა...
გერმანელები იუწყებიან, რომ კლუბების შეთანხმებაში ერთი საინტერეს დეტალია.
მადრიდის „რეალის“ მიზანი ის არის, რომ 2022 წლის ზაფხულში რეინიერთან ერთად ესპანეთის დედაქალაქში ერლინგ ჰოლანდიც ჩავიდეს.
„ბლანკოსის“ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, 2 წელიწადში სამეფო კლუბს 2 გამოცდილი და ერთმანეთთან კარგად შეთამაშებული მოთამაშე უნდა დაუბრუნდეს.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ ბუნდესლიგაში გატარებული 2 სეზონი ჰოლანდსა და რეინიერს ერთმანეთს კარგად დაახლოვებს, 2022 წლის ზაფხულში კი მათი გამადრიდელება ზიდანის გუნდის შეტევით რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
- 20 აგვისტო 2020
- 1 198
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.