ჟოზე მოურინიო : "მე ვთვლი, რომ რონალდო მესიზე უკეთესია"
პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა იმ მიზნების შესახებ, რომლებსაც ის დაისახავს მადრიდის "რეალში".
"რეალი" და "ბარსელონა"- ორი ტიტანია. ტიტანების ბრძოლა შეიძლება იყოს სახალისო, მაგრამ ამავე დროს მრისხანე. მე ვისურვებდი, რომ რაც მოხდა იმ კლუბებში სადაც მე ვმუშაობდი შეფასებული იყოს სათანადოდ.
ჩემმა თანამშრომლობამ "ჩელსისთან" ძლიერად იმოქმედა როგორც კლუბზე, ასევე მთელ ჩემპიონატზე. "ინტერი" და იტალიური ფეხბურთი ჩემ დროს გამოვიდნენ "კალჩოპოლის" ჩრდილიდან. მინდა, რომ ჩემი შემდეგი ნაბიჯი ასევე წარმატებული იყოს.
ვინ არის უკეთესი- რონალდო თუ მესი? მე ვფიქრობ, რომ საუკეთესონი ამ სეზონში ჩემი მოთამაშეები იყვნენ. ჩემი კრისტიანოსა და ლეოს მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის საუკეთესო მილიტო, პანდევი, ეტო' ო და სნეიდერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ისეთ მაჩვენებლებს როგორიცაა, ფიზიკური ფორმა, ტექნიკა, ტაქტიკური ხედვა, სტანდარტების შესრულება, მაშინ მე ვთვლი, რომ კრისტიანო მესის ჯობია.
ყველა პრეზიდენტთან, რომლებთანაც მე მიმუშავია მაკავშირებს კარგი ურთიერთობა. აბრამოვიჩთან მე ვსაუბრობ ორი-სამი წუთი ყოველი დასვენების დღეს. აგრეთვე, კარგი ურთიერთობა მაქ "პორტუს" პრეზიდენტთან.
ვთვლი თუ არა ჩემს თავს საუკეთესო მწვრთნელად მსოფლიოში? არა, მე ვარ ერთ-ერთი საუკეთესო",- მოჰყავს მოურინიოს სიტყვები "AS"-ს.
ინფორმაციის წყარო: As.Com
- 25 მაი 2010
- 3 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.