დი მარია:„„რეალი“ და „ლა დესიმა“ გამახსენდა“
ანხელ დი მარია ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ ითამაშებს. „ლაიფციგის“ დამარცხებაში ექს მადრიდისტამ დიდი წვლილი შეიტანა, მატჩის დასრულების შემდეგ კი კომენტარი გააკეთა.
„ეს არის ულამაზესი გრძნობა. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ჩემპიონობამდე.“
„ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის დიდ სირთულეებს უკავშირდება. უკვე დიდი ხანია ფინალში გასვლას ვცდილობთ და ოცნება ავიხდინეთ.“
„„რეალი“ და „ლა დესიმა“ გამახსენდა. სწორედ ასეთი სიხარული და ემოციები სუფევდა „ბლანკოსში“, როდესაც ფინალისტები გავხდით. ახლა ანალოგიური შემართება პარიზში გვაქვს.“
„„ლიონი“ თუ „ბაიერნი“? ფინალში შემთხვევით ვერავინ ხვდება, ამიტომ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად უნდ ვიყოთ.“
- 19 აგვისტო 2020
- 1 827
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.