იგუაინის ინტერვიუ
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი, გონსალო იგუიანი, Fútbolita-ს ჟურნალისტებს ესაუბრა...
რითი ამაყობთ?
- მე ვამაყობ იმით, რომ ვარ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მეთამაშა "ბლანკოსში" და ვყოფილიყავი არგენტინის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე... ვფიქრობ ბავშვობის ოცნებები ავისრულე, ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშნვნელოვანი თანაგუნდელებთან ერთად ტიტულების მოგებაა.
თქვენი წარმატების საიდუმლო
- ჩემი წარმატების საიდუმლო არის, მტკიცე ნებისყოფა, ცოტა იღბალი და რა თქმა უნდა მუხლჩაუხრელი შრომა... თუ ფეხბურთელი მონდომებულია და ამასთანავე ნიჭიერი, მისთვის დიდ ფეხბურთში გზა ხსნილია. გარწმუნებთ, ვისაც საკუთარი თავის სჯერა და ბევრს ვარჯიშობს, იგი არასოდეს არ დაიკარგება...
თქვენი მიზნები
- როდესაც, საცხოვრებლად მადრიდში გადმოვედი, არგენტინაში ყველაზე ძვირფასი ადამიანები დავტოვე, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები... მაშინ, როდესაც ადამიანი ამხელა მსხვერპლს გაიღებ, საკუთარი მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო... ჩემი სურვილია, მადრიდის "რეალის" ლეგენდებს შორის 10-15 წლის შემდეგ, ჩემი გვარიც ეწეროს. ეს ჩემი უპირველესი ოცნებაა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ.
თქვენი კუმირი (მისაბაძი მაგალითი)
- რაულ გონსალეს ბლანკო! ფეხბურთელი, რომელიც ამ ქვეყნად ჩემთვის ყველაზე მაღლა დგას... ის არის მადრიდის "რეალის" სიმბოლო და "ინჩასების" მფარველი ანგელოზი. ელ კაპიტანო ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, უფროსი ძმა და მამაა, რომელმაც მადრიდში საკუთარი შვილივით მიმიღო და წარმატებისკენ მიმავალი გზა გამიკვალა...
საყვარელი პოზიცია
- შეტევის ხაზში, ნებისმიერ პოზიციაზე საკმაოდ მაღალ დონეზე შემიძლია თამაში, თუმცა გარემარბის ფუნქციების შესრულება ყველაზე მეტად მიყვარს. ამჯამად, მე მადრიდის "რეალის" რიგებში, ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობ და მიღწეული შედეგებით აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ.
თქვენი საუკეთესო მეგობარი
- არავის გამოყოფა არ შემიძლია, ყველა მადრიდისტა ჩემი საუკეთესო მეგობარია. ვფიქრობ მოედანზე, ყველაზე კარგად კრიშტიანო რონალდოს და სერხიო რამოსს ვუგებ, რომლებიც ფლანგებიდან დიდებულ პასებს მაძლევენ... ისე კი, შეტევის ხაზში ბენზემას მხარდამხარ ბრძოლა ყველაფერს მირჩევნია.
ინფორმაციის წყარო: Fútbolita
ავტორი: Kevlisha
- 25 მაი 2010
- 2 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.