„რეალი“ ლა ლიგას „დი სტეფანოზე“ განაახლებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, ლა ლიგის საწყის ტურებში მაყურებლების მატჩების ტრიბუნებიდან ყურება კვლავ არ შეეძლებათ...
აღნიშნულიდან გამომდინარე, მადრიდის „რეალი“ ახალ სეზონს კვლავ „დი სტეფანოზე“ დაიწყებს, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე არსებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სწრაფ ტემპს არ დააგდებს.
როგორც კი, კლუბები სტადიონების თუნდაც 30%-იანი შევსების უფლებას მიიღებენ, „ბლანკოსი“ საშინაო დაპირისპირებებს უკვე ცენტრალურ სტადიონზე გამართავს.
შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის ჩატარება სექტემბრის თვის მეორე კვირაში იგეგმება.
- 19 აგვისტო 2020
- 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.