კუმანი:„როდესაც შენი კონკურენტი „რეალია“, მაქსიმალური მობილიზება გმართებს“
რონალდ კუმანი მეორე დღეა „ბარსელონაშია“. ჰოლანდიელი სპეციალისტი ბლაუგრანას 2022 წლის ზაფხულამდე ჩაუდგა სათავეში, თუმცა არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „ბლაუგრანაში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალ მმართველს უკმაყოფილების შემთხვევაში მისი გათავისუფლება ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეეძლება. კუმანს დღეს საღამოს ოფიციალურად წარადგენენ, მანამდე კი ჰოლანდიელმა პირველი კომენტარი გააკეთა...
„მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ „ბარსელონა“ იქ დავაბრუნო, სადაც ამ კლუბის ადგილია.“
„ჩემთვის ესპანური ფეხბურთი ყოველთვის მიმზიდველი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერლიგასა და ლა ლიგაში არსებული კონკურენცია უდავოდ დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსელონას“ „რეალის“ სახით ყველაზე რთული კონკურენტი ჰყავს. ინგლისში ვერ დავასახელებთ ვერცერთ კლუბს, რომელიც „ლივერპულს“ ანაც „სიტის“, ისეთ კონკურენციას გაუწევს, როგორცსაც მადრიდელები უწევენ კატალონიელებს.“
„თუ „რეალს“ ვერ ვაჯობებთ, მე თვითონ მივხვდები, რომ ყველაფერი რიგზე არ არის და თავად გადავწყვეტ ყველაფერს. აქ დიდი იმედებით და გეგმებით ვარ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ზუსტად ვაცნობიერებ გამოწვევას, რომელიც ახლა კლუბში არსებობს. როდესაც შენი კონკურენტი შიდა ჩემპიონატში „ბლანკოსია“, ხოლო ევროსარბიელზე არაერთი სხვა გრანდი, მაქსიმალური მობილიზება გმართებს.“
- 19 აგვისტო 2020
- 3 727
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.