„ლაციო“ ხამეს როდრიგესის შეძენას აპირებს
ოფიციალურად დადასტურდა, რომ რომის „ლაციომ“ 99%-ით შემდგარი ტრანსფერი ბოლომდე ვერ მიიყვანა. დავიდ სილვა „სოსიედადს“ შეუერთდა და არა რომაულ კლუბს...
იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, „ლაციოს“ ახალი მიზანი ხამეს როდრიგესია და „რეალი“ დედაქალაქური კლუბისგან სულ მალე მიიღებს 30 მილიონიან შეთავაზებას.
რომაელებს სურთ, რომ ხამესი 5 წლით გაიფორმონ.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ „ლაციო“ მზად არის, როდრიგესის სანაცვლოდ პირველ ეტაპზე 22 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო დანარჩენი 8 მილიონი 2021 წლის ზაფხულამდე ჩარიცხოს „ბლანკოსის“ ბიუჯეტში.
ამასტან ერთად, შეთანხმებაში შესაძლოა ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი სეზონში, სერია „ა“-ს მოგების შემთხვევაში, „რეალი“ დამატებით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
- 18 აგვისტო 2020
- 1 216
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.