მარტინ ოდეგორის ოჯახი მადრიდში იმყოფება
მარტინ ოდეგორის დაბრუნებას „რეალი“ სულ მალე ოფიციალურად დაადასტურებს. „სოსიედადმა“ ნორვეგიელ ფეხბურთელს გამოსამშვიდობებელი წერილითაც მიმართა. მეტიც, ბასკების რიგებში დავიდ სილვა ჩაირიცხა, რომელმაც სწორედ ახალგაზრდა ნახევარმცველი უნდა შეცვალოს. ამ ეტაპზე მარტინი უკლუბოდაა დარჩენილი, თუმცა რა თქმა უნდა „რეალს“ ეკუთვნის...
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მარტინის ოჯახი უკვე ესპანეთის დედაქალაქშია, თუმცა თავად ფეხბურთელი შვებულებას სხვადასხვა ქალაქში ატარებს.
მომდევნო დღეებში ოდეგორი სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და სამომავლო გეგმებს დასახავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელმა შესაძლოა ახალ კონტრაქტსაც მოაწეროს ხელი.
- 18 აგვისტო 2020
- 1 056
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.