ბარნეტი გარეთ ბეილის „რეალიდან“ წასვლის წინააღმდეგია
გარეთ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი საკუთარი კლიენტის „ბლანკოსიდან“ წასვლის წინააღმდეგია...
იმ შემთხვევაში, თუ ბეილი „ბლანკოსს“ დატოვებს და ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდება, ბარნეტის შემოსავლებიც შემცირდება, რაც აგენტის გეგმებში არ შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონათანი ყველაფერს აკეთებს „რეალთან“ ურთიერთობის დასალაგებლად და ბეილის გუნდში დასატოვებლად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბარნეტი უკვე დიდი ხანია მადრიდში დასახლდა და ესპანეთის დედაქალაქში თავს მშვენივრად გრძნობს.
ჯონათანის ვილა თავის დროზე რიკარდო კაკას ეკუთვნოდა.
- 18 აგვისტო 2020
- 1 385
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.