ხამეს როდრიგესის და ბეილის ფასი რეკორდულად მცირდება
ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი - მსოფლიო ფეხბურთის ორი ვარსკვლავი. ალბათ ხმაურიანი არ იქნება, თუ მათ მსგავს შეფასებას მივცემთ.
უელსურ-კოლუმბიური დუეტი „რეალში“ აბსოლუტურად ვეღარაფერს ახერხებს. ზინედინ ზიდანი არც ხამესს ენდობა და არც ბეილს, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ფეხბურთელების ფასები რეკორდულად მცირდება.
ბეილის ფასი სულ რაღაც 2 წლის წინ 90 მილიონი ევრო იყო, დღეს კი მოთამაშის გაყიდვა 30 მილიონ ევროდაც ვეღარ ხერხდება, ვინაიდან ხელფასი, რომელიც მას „რეალში“ აქვს, ყველა მსურველს კლუბს ასტრონომიულად ეჩვენება.
რაც შეეხება ხამეს როდრიგესს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნში“ იჯარით წასვლის შემდეგ აბსოლუტური რეგრესი განიცადა და „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსაც ვეღარ იღებს.
ზუსტად 1 წლის წინ, აგვისტოს თვეში „ატლეტიკო“ როდრიგესში 40 მილიონს იხდიდა, მაგრამ პერესმა უშუალო კონკურენტის გაძლიერებაზე უარი თქვა და როდრიგესის ტრანსფერიც ჩაიშალა, დღეს კი ხამესის ფასი კიდევ უფრო შემცირდა.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ორივე მოთამაშის სანაცვლოდ თუნდაც 50 მილიონის მიღება „ბლანკოსისთვის“ დიდი წარმატება იქნება.
თავის დროზე „ბლანკოსმა“ ბეილის სანაცვლოდ 100, ხოლო ხამესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო.
- 17 აგვისტო 2020
- 1 668
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.