„ლაციოსთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა?
ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ რომის „ლაციო“ ბორხა მაიორალის ახალი კლუბი იქნებოდა, მაგრამ მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
იტალიური პრესის ცნობით, „ლაციოს“ ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და „რეალიც“ პრინციპულად მიუდგა საკითხს.
ბორხა სერია „ა“-ში თამაშზე თანხმობას აცხადებს, მაგრამ კლუბების შეუთანხმებლობის გამო ესპანელმა წინახაზელმა „ლაციოს“ მაისური ვერ მოირგო.
ამის პარარელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაიორალის ამჟამინდელი კლუბი „ლევანტე“ მზად არის, „რეალს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს და მოთამაშის გამოსყიდვა მოახერხოს.
- 17 აგვისტო 2020
- 775
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.