იგუაინი მოურინიოს გეგმებში შედის
3 თვის წინ ვალდნო და იგუაინის მამა შეხვდნენ ერთმანეთს. მათ განიხილეს კონტრაქტის დეტალები და ვერ შეთანხმდნენ. სამეფო კლუბი მზად იყო პიპიტასთვის 2.5 მილიონი გადაეხადა წელიწადში, მაგრამ ხორხე იგუაინმა (პიპიტას მამა) ამ წინადადებაზე უარი განაცხადა და მიზეზად მოიყვანა ის, რომ ბენზემა რომელიც უფრო ნაკლებად პროდუქტიულია 6.5 მილიონი აქვს ხელფასი. შეხვედრის შემდეგ კი ვალდანომ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან გაყიდონ გონსალო იგუაინი.
მოურინიოს მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, პორტუგალიელმა განაცხდა, რომ იგუაინი მისი პროექტის ნაწილია და არ აპირებს მის გაშვებას. რეალის ხელმძღვანელობა კი ამზადებს ახალ 4 წლიან კონტრაქტს ფეხბურთელისთვის, რომლის მიხედვით პიპიტა წელიწადში 3.6 მილიონ ევროს მიიღებს.
რეალის ხელმძღვანელობა კვლავ შეხვდება პიპიტას მამას და განიხილავენ ახალი კონტრაქტის დეტალებს, თუ გუნდი მიაღწევს შეთანხმებას ხორხესთან, გონსალო გუნდში დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დატოვებს კლუბს. მისი სამსახურით დაინტერესებული არის მანჩესტერ სიტი, რომელიც მზად არის სოლიდური თანხაა გადაიხადოს არგენტინელ ფორვარდში.
ინფორმაციის წყარო: AS.COM
- 25 მაი 2010
- 2 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.