„რეალს“დაიოტ უპამეკანო არ დავიწყებია
დაიოტ უპამეკანო და მისი „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ. ფრანგი მცველი ყველა მატჩში აჩვენებს, რომ უმაღლესი დონის უკანახაზელის და პერსპექტივაც აქვს.
უპამეკანოს დამატებაზე პრეტენზია ზინედინ ზიდანმა ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოაცხადა. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა.
ახლა ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ზიზუს დაიოტი არ დავიწყებია და კვლავ აპირებს მასთან საუბარს. ზიდანის აზრით, უპამეკანომ უნდა შეძლოს და ადრე თუ გვიან სერხიო რამოსი ჩაანაცვლოს.
ფრანგი ლეგენდა „რეალის“ დაცვის ცენტრში უპამეკანო-ვარანის დუეტს ხედავს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი „ლაიფციგს“ კონკრეტული წინადადებით მალე მიმართავს.
- 16 აგვისტო 2020
- 904
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.