ზიდანის გადაწყვეტილებით როდრიგო გოეში არსად წავა

ზინედინ ზიდანს ამ ზაფხულს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ახლა შვებულებაში იმყოფება, ტრანსფერებთან დაკავშირებით მაინც აქტიურად მუშაობს.

ესპანური გამოცემების ცნობით, ზიზუმ როდრიგო გოეშის იჯარით გაშვების ვარიანტი დაბლოკა.

ბრაზილიელ ფეხბურთელზე პრეტენზიას „აიაქსი“ აცხადებდა, მაგრამ ზიდანი თვლის, რომ წინახაზელი „ბლანკოსს“ მომდევნო სეზონში ძალიან დასჭირდება, ამიტომ მისი გაშვება გამორიცხულია.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ გუნდს ხამესი და ბეილი დატოვებენ, შესაბამისად ფრანგი ლეგენდა არსებული რესურსის შენარჩუნებაზე ფიქრობს.

  • Ramos
  • 16 აგვისტო 2020
  • 5 163
  • 4

1

16 აგვისტო 2020 15:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მადრიდისტებო და ამ საიტზე შემოსულო კულეებო: ჯერ კიდევ 1995 წლიდან ვგულშემატკივრობ ბარსელონას(თუ ვინმეს ასაკი აინტერესებს 33 წლის ვარ), ბევრი გაბითურება და წარმატება მახსოვს ჩემი გუნდის, იმდენად მიყვარს ბარსელონა, რომ არც კი მგონია ჩემზე გულანთებული გულშემატკივარი თუ ყავს ამ გუნდს საქართველოში, მაგრამ არასდროს არ გამხარებია რეალის(უშუალო კონკურენტის) ჩავარდნები, გარდა კლასიკოში გამართული შეხვედრებისა... არადროს არ "მიკაიფია" არც ერთ მადრიდისტაზე, პირიქით სანაცნობოში რეალის გულშემატკივარი ვინც მყავს მხოლოდ თამაშის ანალიზი გაგვიკეთებია და დაცინვას ადგილი არასდროს ჰქონია... იმიტომ რომ მე პირველ რიგში ჩემი გუნდი მიყვარს და აქ უმრავლესობას რასაც ვამჩნევ სხვა უფრო ეზიზღებათ ვიდრე თავისი გუნდი უყვართ( ორივე იგულისხმება, მადრიდისტებიც და კულეებიც). თუ ვინმე არანორმალური და არაადეკვატური გამოხტება, რატო აქცევთ საერთოდ ყურადღებას? მაგით ვერ ხვდებით რომ იგივეს აკეთებთ და მისივე დონეზე ეშვებით? თუ პასუხს არავინ გასცემს მერე ინტერესი გაუქრებათ... მაგისთანებს რაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევ მით უფრო ჩაგითრევთ და საბოლოო ჯამში უგუნურთან კამათში თქვენც უგუნურს ემსგავსებით.... მოგიწოდებთ გიყვარდეთ საკუთარი კლუბი, ისიამოვნეთ თამაშით და პატივი ეცით ერთმანეთს... ბოლოს და ბოლოს ერთი ქვეყნის შვილები ვართ... სირცხვილია!!!

2

16 აგვისტო 2020 17:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: gigoloz

გეთანხმები პირველ რიგში პატივისცემაა მნიშვნელოვანი გუშინ მეც ბევრი მქონდა ნალაპარაკები მაგაზე მაგრამ საქმე რაშია იცი? გუნდის გაბითურება დამარცხებაზე კიარა აქ რო ბევრი ბარსას ფანი შემოდიოდა და რეალის 3 ლიგას რო ლანძღავდა და სამარცხვინო გუნდად მოიხსენიებდა და რავი აქაურობას რო უვლიდნენ და ამწარებდნენ პროვოკაციებით მადრიდისტებს ეგეც არასწორია ისევე როგორც კულეს დაცინო 8-2 გამო . რა სისულელეა ქართველი ქართველს რეალი ბარსას გამო რატო უნდა დაცინოდეს ან ნერვებს რატო უნდა უხნავდეს

3

16 აგვისტო 2020 22:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დზლა
წავიდა ეს ბაზრები როცა ბარსას წაგება პორნოსაიტებზე დევს და მილანს ემსგავსება?)) დაჯე მილანს რამდენი ხანინმოუნდა ისიც საკითხავია იზამს თუ არა რამეს კიდევ და ბარსა დაახლოებით იგივწ გზაზეა სა მათელი წერტილი არ ჩანს)

4

17 აგვისტო 2020 00:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ZinedineZidaneZizou
დზლა
წავიდა ეს ბაზრები როცა ბარსას წაგება პორნოსაიტებზე დევს და მილანს ემსგავსება?)) დაჯე მილანს რამდენი ხანინმოუნდა ისიც საკითხავია იზამს თუ არა რამეს კიდევ და ბარსა დაახლოებით იგივწ გზაზეა სა მათელი წერტილი არ ჩანს)

ჩემა კომენტარს გულისხმობდი?

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)