საბოლოო სიტყვას ზიდანის იტყვის
მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის ისკო ალარკონთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია.
საბოლოო სიტყვის თქმა ზინედინ ზიდანს მოუწევს.
ფლორენტინო პერესი მზად არის, ესპანელი ფეხბურთელი „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.
„რეალს“ ტურინული შემოთავაზება ხიბლავს. ახლა პრეზიდენტი საბოლოო პასუხის გაცემას ზინედინ ზიდანს აკისრებს. თუ ფრანგი ჩათვლის, რომ ალარკონი მის გუნდს სჭირდება, ისკო დარჩება, სხვა შემთხვევაში კი ნახევარმცველს პირლოს გუნდის მაისურში გამოწყობილს ვიხილავთ.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, მომდევნო 5-6 დღის განმავლობაში, ისკოსთან დაკავშირებით არცერთი კითხვისნიშანი აღარ იარსებებს.
- 16 აგვისტო 2020
- 3 228
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.