მოურინიო სნეიდერის დაბრუნებას აპირებს
ჰოლანდიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიოს სურს დააბრუნოს უესლი სნეიდერი მადრიდის რეალში.
ჭორები იმის შესახებ, რომ მოურინიო მადრიდში, თავის შეგირდებს გამოიყოლებდა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოურინიომ გადაწყვიტა ინტერიდან წასვლა. სახელდებოდა ორი ფეხბურთელი მილიტო და მაიკონი. დღეს კი მათ სიას სნეიდერიც დაემატა.
ფეხბურთელი ზუსტად 1 წლის წინ იტალიურ კლუბში 15 მილიონ ევროდ გადაბრგდა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ის იყო პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ამიტომ არ არის გამორიცხული მან ჰოლანდიელი კვლავ დააბრუნოს სამეფო კლუბში.
ფინალის შემდეგ სნეიდერმა განაცხდა: "მადრიდში დავბრუნდე? გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჯერ ჟოზეს უნდა დაველაპარაკო."
ინფორმააციის წყარო: AS.COM
- 25 მაი 2010
- 2 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.