105 მილიონი „რეალის“ 2 ფეხბურთელის სანაცვლოდ
მანჩესტერ „იუნაიტედის“ მესვეურები „რეალის“ ფეხბურთელებზე სერიოზულად ნადირობენ...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „წითლები“ 105 მილიონ ევროს ამზადებენ, რათა „რეალი“ დაიყოლიონ ვინისიუს ჟუნიორისა და ბეილის გაშვებაში.
უელსელთან დაკავშირებით პერესს პრობლემა არ აქვს, პერესი მზად არის, გარეთი გაუშვას, მაგრამ აქ მთავარ პრობლემას სწორედ ფეხბურთელი ქმნის.
რაც შეეხება ბრაზილიელ ამომავალ ვარსკვლავს. ზიზუ მას ენდობა და რამდენად მოახერხებს „იუნაიტედი“ 80 მილიონზე დაყოლიებას ჯერ-ჯერობით უცნობია.
საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ კრიზისის დროს 105 მილიონიანი შემოსავალი პრეზიდენტი პერესისთვის ძალიან მაცდური იქნება.
- 13 აგვისტო 2020
- 5 605
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.